მტკვარ-არაქსის ენეოლითის 5000 წლის აქ აღმოჩენილი უძველესი ნივთები მალე საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიდებს ბინას. მანამდე კი გუდაბერტყას ნასახლარზე მასტაბური არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს და ჩვენს ქვეყანას უნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტი შეემატება. მადლობა გვინდა გადავუხადოთ გათხრების სამუშაოებში მონაწილე მთელ გუნდს კომუნიკაციისათვის. არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა ბ-ნ გიორგი მინდიაშვილმა, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქეოლოგმა ბ-ნ ირაკლი სოზიაშვილმა, არქიტექტორმა ბ-ნ ავთანდილ ფერაძემ ძალიან საინტერესო აღმოჩენების და ფაქტების შესახებ ისაუბრეს ჩვენი კლუბის წევრებთან. განსაკუთრებით საინტერესო უძველესი ქართული ცივილიზაციის სამეურნეო საქმიანობის მიმართულებები და იმ ეპოქის ადამიანების კონტაქტები აღმოჩნდა შუა მდინარეთისა და ახლო აღმოსავლეთის უძველეს ცივილიზაციებთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კავკასიის, როგორც ადამიანის უძველესი სამოსახლოს და ცივილიზაციის კერის მნიშველობას მსოფლიო კულტურაში. აღმოაჩინე საქართველო, გაეცანი შენს უძველეს ისტორია და გაუფრთხილდი მას.
Комментариев нет:
Отправить комментарий